ძალიან ცუდი გამოცდილება მქონდა ამ მაღაზიაში – East Point Mall-ში. ჩვენი კომპანიამ იქიდან რამდენიმე ტექნიკა ვიყიდეთ, მათ შორის მონიტორები. როდესაც ერთ-ერთი მონიტორი ოფისში გავხსენით, აღმოვაჩინეთ, რომ ყუთში დენის კაბელი საერთოდ არ იყო. სხვა კაბელით ვცადეთ ჩართვა, მაგრამ მონიტორი არ მუშაობდა.
მაღაზიაში დავბრუნდით და ავუხსენით პრობლემა. თანამშრომლებმა მოგვცეს დენის კაბელი და გვითხრეს, რომ მონიტორი შეცვალეს. თუმცა, როდესაც ოფისში დავბრუნდით, ისევ არ მუშაობდა — რადგან იგივე გაფუჭებული მონიტორი დაგვიბრუნეს.
მეორედ რომ მოგვცეს კაბელი, ის იყო UK ტიპის შტეფსელი, რომელიც საქართველოში არ გამოიყენება. მაღაზიიდან დაახლოებით სამი საათის სავალზე ვცხოვრობთ, რაც ნიშნავს, რომ ორჯერ მოგვიწია იქ ჩასვლა. საბოლოოდ, დაახლოებით 12 საათი დავკარგეთ მხოლოდ იმის გამო, რომ გაფუჭებული პროდუქტი მოგვცეს.
როდესაც ისევ დავუკავშირდით მაღაზიას, გვითხრეს, რომ მონიტორი თბილისის მეორე მხარეს მდებარე სხვა ფილიალში უნდა მიგვეტანა. ეს სრულიად მიუღებელია. მონიტორი დავაბრუნეთ შეძენიდან 24 საათზე ნაკლებ დროში, მაგრამ ფულის დაბრუნებაზე უარი გვითხრეს.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სავაჭრო გამოცდილება, რაც ოდესმე გვქონია. ამ შემთხვევის შემდეგ აღარასდროს ვაპირებთ ამ მაღაზიიდან რაიმეს შეძენას და არავის ვურჩევთ იქ შესყიდვას.