ქუთაისში ქართული ელექტრომობილები დამზადდება
საქართველო, როგორც სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა, დამოკიდებულია კლიმატის სტაბილურობაზე. საქართველოში მთელ პლანეტაზე მიმდინარე კლიმატური ცვლილებები გამოიხატება მეწყერსაშიში და გვალვიანი, მოულოდნელი სეტყვის შედეგად ნათესების განადგურებით და სხვა სტიქიური უბედურებებით.
საქართველო, რომელმაც ხელი მოაწერა საერთაშორისო გარემოსდაცვით შეთანხმებებსა და პროტოკოლებს, იღებს ვალდებულებას, ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირორჟანგის დონე 25% - ით შეამციროს.
მწვანე ქალაქების პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტის ფარგლებში, საქართველო ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების ქარხანას ააშენებს და 10 წელიწადში ქვეყანა ელექტრომობილებზე გადავა.
მთავრობა ქვეყნის ეკოლოგიური ტრანსპორტით უზრუნველყოფას და ქართული ელექტრომობილების ევროპაში ექსპორტის დამკვიდრებას გეგმავს.
8 комментариев
შედით კომენტარის დასატოვებლად