მხოლოდ ის ადგილები, რომლებიც ჩვენ შევამოწმეთ, იღებენ ამ სამკერდე ნიშანს.

წმინდა გიორგი ტაბაკინის სახელობის მამათა კათოლიკოს ეკლესია

gray stars
red stars
5.0
1 მიმოხილვა
  • აღწერა

VII-VIII საუკუნეების ტაბაკინის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი გამოირჩევა არქიტექტურით, XVI საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით. მონასტერს, სადაც ერთ დროს 70 ბერი აღავლენდა წირვა-ლოცვას, ქვეყნის ისტორიაში დიდი წვლილი მიუძღვის. აქ გაატარა ბავშვობის გარკვეული პერიოდი XIX საუკუნის გამოჩენილმა მოღვაწემ, სოლომონ II-ის (იმერეთის მეფე) მოძღვარმა წმ. ილარიონ ქართველმა (ყანჩაველი) (დ. 1776 — გ. 1864). კომუნისტური ათეიზმის პერიოდში ტაძარი და მისი მოხატულობა დაზიანდა. XX საუკუნის ბოლოს, 1992 წელს ტაბაკინში აღდგა სამონასტრო ცხოვრება; აქ მოღვაწე ბერების შრომით სამონასტრო კომპლექსს თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარი (2000 წ.), ხის სენაკები, სატრაპეზო და სხვა დამხამერე ნაგებობები შეემატა. იქვე გამოსაცემად მომზადდა მრავალი წიგნი. ამ მონასტერში დაბინავდა ბერი იაკობი (ჭოხონელიძე); მისი თაოსნობით, მრევლის შეწევნით აიგო სენაკები ბერებისათვის, მოხდა მონასტრის წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგება. საძმო თანდათან გაიზარდა, მამა იაკობს გვერდში ამოუდგნენ მღვდელ-მონაზვნები ვარაქიელი და მათე; ბოლო წლებში ისინი სხვა მონასტრებში გადაიყვანეს სამოღვაწეოდ. დღეს მონასტერში მოღვაწეობს წინამძღვარი იღუმენი იაკობი (ჭოხონელიძე), ბერი პავლე (მაჩიტაძე), მორჩილები: მამუკა კიკნაველიძე, გიორგი ბერაძე, ალექსანდრე ბუსკივაძე და ილია ფორჩხიძე.

Კოპირების კოპირება
43.03154,42.06403
კოორდები კოპირებულია
Მისამართი
22WC+JR, Tabakini
Სამუშაო გრაფიკი
მე ვარ მფლობელი სწორი უზუსტობა
1 მიმოხილვა
მიმოხილვის დატოვება.
  • Е
    gray stars
    red stars

    Exceptional grace! Merging with nature, harmony in the green 💚