დაამატეთ ორგანიზაცია

წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ ბჟინევში

უცნობი
განახლებულია:
0.0/0 მიმოხილვა
Churches, cathedrals, monasteries and synagogues
Churches, cathedrals, monasteries and synagogues
  • ზოგადი ინფორმაცია
  • აღწერა
🌐 ოფიციალური ვებსაიტი
📍 კოორდინატები და პლუს კოდი

წმინდა გიორგის ეკლესია დგას მაღლობზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟინევის სასაფლაოზე. ეს დიდი დარბაზია, ბერძნების მიერ გასული საუკუნის ბოლოს აშენებული: შენობა გლუვი ქვითაა აღმართული და თლილითაა მოპირკეთებული.

კუთხის ქვები და ღიობების ზედაპირები დანარჩენებზე გულდასმითაა გაპრიალებული და კედლის სიბრტყეზე ოდნავ წამოწეულია. დღეს კედლები გვიანი შელესილობითაა დაფარული, რომელიც დაზიანებული, გაფერმკრთალებული და ადგილ-ადგილ ჩამოცვენილია, მის ქვეშ კი თლილი ქვის შესანიშნავი წყობა ჩანს ოდნავ უხეში კვადრებით.

ყველა ღიობი სწორკუთხაა. კარების პროფილირებულ ჩარჩოებს მოკლე ფრონტონები ასრულებს, პორტალების მორთულობაში წვრილი ნახევარსვეტები, რელიეფური ჯვრები და პროფილირებული თაროები მუშაობს, თითქმის კვადრატული სარკმლები კი ფართო გლუვი ჩარჩოებითაა შემოვლებული. კარი სამია, სარკმელია საკურთხევლის ნაწილში და მრგვალი სარკმელი დასავლეთით. შიგნით გრძივ კედლებს წყვილი თლილი პილასტრი აღნიშნავს, თლილი ქვითაა გამოყვანილი მათ შორის თაღებიც, საკურთხევლის კუთხეებიც და სარკმლების ღრმულებიც.

💡 რჩევა

  • ტაძარი ბერძნებმა ააშენეს გასული საუკუნის ბოლოს
  • გვიანი შელესილობის ქვეშ შესანიშნავი თლილი წყობაა დამალული
  • მრგვალი სარკმელი დასავლეთის მხრიდან

🚗 როგორ მივიდეთ

  • სოფ. ბჟინევი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, იმერეთი
  • ადგილამდე მიგიყვანთ ღილაკი „მარშრუტის აგება“

✍️ იცნობთ ამ ადგილს? დატოვეთ მიმოხილვა Madloba-ზე, ასე მას სხვა მოგზაურები უფრო მალე იპოვიან.

მდებარეობის რუკა
დააწკაპუნეთ ინტერაქტიული რუკის ჩასატვირთად

მსგავსი ორგანიზაციები ახლომახლო

იმავე კატეგორიის ორგანიზაციები 5 კმ-ის რადიუსში. მანძილები მიახლოებითია და იზომება სწორი ხაზით.

გსურთ 5-ჯერ გაიზარდოთ კლიენტების რაოდენობა?

აირჩიეთ პრემიუმ განთავსება Madloba-ზე და მოიზიდეთ მომხმარებლები, რომლებიც ამჟამად მიდიან თქვენი კონკურენტებისთვის.

მინდა
იყავით პირველი, ვინც დატოვებთ მიმოხილვას
შეფასების მიცემა
ფოტოების ატვირთვა