დაამატეთ ორგანიზაცია

ქუთაისი ფოტოებში


ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მას აიასთან, არგონავტების მითის კოლხეთის დედაქალაქთან აკავშირებენ, მეთერთმეტე საუკუნეში კი ის გაერთიანებული საქართველოს სამეფოს დედაქალაქი იყო. ქალაქის თავზე, უქიმერიონის გორაზე ბაგრატის ტაძარი დგას: ის ბაგრატ მესამის დროს აშენდა, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს დაინგრა, გუმბათი კი მხოლოდ 2012 წელს დაუბრუნეს. ქვემოთ ჩქარი რიონი ქალაქს ორ ნაწილად ყოფს, წყალს ზემოდან ძველი სახლები და ხის აივნები გადმოჰყურებს. სინაგოგასთან სკამზე ბრინჯაოს ბორის გაპონოვი ზის, „ვეფხისტყაოსნის“ ებრაულ ენაზე მთარგმნელი. გალერეაში ბაგრატის ტაძარია, რიონის ნაპირები და ძველი ქალაქი.