დაამატეთ ორგანიზაცია

ხის მეჩეთები


აჭარის მთის სოფლებში მუსლიმი ქართველები ცხოვრობენ და ბევრ სოფელს თავისი მეჩეთი აქვს. ყველაზე ძველი მეჩეთები ხისაა და გარედან ჩვეულებრივ ორსართულიან სახლს ჰგავს: მუქი ხის კედლები, ქვის საძირკველი, აივანი, ვიწრო ფანჯრები. შიგნით ჩუქურთმიანი კარები, მოხატული ჭერი და ხის მინბარებია, ზოგის გვერდით თუნუქის მინარეთიც დგას. გალერეაში ქედისა და ხულოს რაიონების სოფლების მეჩეთებია: გულები, ზუნდაგა, ინაშარიძეები, კოლოთაური, ზედა ბზუბზუ და სხვები, ზაფხულში, შემოდგომაზე და ღრმა თოვლში. ბოლოს თუნუქით მოპირკეთებული და ახალი ქვის მეჩეთებია.