საქართველოსა და პოლონეთს შორის ფრენები განახლდა
28 მარტიდან საქართველოსა და პოლონეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა. ფრენებს განახორციელებს პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines. დაგეგმილია კვირაში ოთხამდე რეისი (ორშაბათი, სამშაბათი, ხუთ, მზე).
მოქალაქეებს ურჩევენ ფრთხილად დაგეგმონ მოგზაურობები.
აუცილებელია დანიშნულების ქვეყნის მიერ დადგენილი სასაზღვრო და სანიტარიული წესების დეტალური შესწავლა. საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ავიახაზების ოფიციალურ ვებსაიტებზე.
როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, სხვადასხვა ავიაკომპანია კვირაში 70-მდე რეისს ახორციელებს, ზაფხულისთვის კი ფრენების ორასამდე გაზრდა იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ზაფხულის ბოლოს (აგვისტოში) კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული შეზღუდვების გამო კვირაში მხოლოდ 12-მდე რეისი სრულდებოდა.
2 комментария
შედით კომენტარის დასატოვებლად