"ჭრელი ბაზრობა" თბილისში. "მზიანი" ბავშვების დღე
28 მარტს თბილისში დაუნის სინდრომის მქონე პირთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ბაზრობა გაიმართება. ღონისძიება დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით "მზიანი" ბავშვების დახმარების ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.
ჩრდილების თეატრი, ბავშვთა ნახატებისა და ფოტოების გამოფენა, სუვენირები, ეპყრობა, საჭმელები ყველაფერს გააკეთებენ ბავშვები საკუთარი ხელით.
"ჭრელი ბაზრობის" ფუნქციაა ბავშვების მხარდაჭერა, მათი პროფესიული ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა.
თუ ბაზრობის მონახულებას აპირებთ, აუცილებლად ჩაიცვით ფერადი წინდები ან იყიდეთ ბაზრობის ორგანიზატორებისგან.
ღონისძიება ორბელიანის მოედანზე 14:00 საათზე გაიმართება. ბაზრობის ყველა შემოსავალი გამოყენებული იქნება "მზიანი" ბავშვებისა და მოზარდების განვითარების პროგრამის გასაუმჯობესებლად და მასშტაბირებისთვის.
4 комментария
შედით კომენტარის დასატოვებლად