MyDoc Medical Center, როგორც პაციენტზე ორიენტირებული ტელემედიცინის ცენტრი ინოვაციური მიდგომით და პორტატული ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელს უწყობს პირველადი ჯანდაცვის განვითარებას. ამავდროულად, ეროვნული და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ის უზრუნველყოფს დისტანციური, მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომ სამედიცინო სერვისების მიწოდებას. ჩვენ გვჯერა, რომ გლობალიზაციისა და ტელემედიცინის დახმარებით მინიმუმამდე დავიყვანთ მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების შეზღუდვებს.
ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს დროული, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და MyDoc მზადაა გახდეს „ხიდი დისტანციაზე“ პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობაში.




















