სასტუმრო "Hotel Coste" სტუმრებს სთავაზობს სუფთა და მყუდრო ერთ, ორადგილიან, საოჯახო ოთახებსა და სტუდიებს. თითოეულ ოთახს აქვს კონდიციონერი, ტელევიზორი. ზოგი დამატებით აღჭურვილია სამზარეულოთი, დასაჯდომი ადგილით. აბაზანაში არის ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ, პირსახოცები, სააბაზანო, ჩუსტები. ოთახები ყოველდღიურად იწმინდება. სამრეცხაო და საუთაო მომსახურება ხელმისაწვდომია.
სასტუმროს ტერიტორიაზე არის ბუფეტი, 24 საათიანი რესტორანი, საერთო დასასვენებელი ადგილი ბუხრით, უფასო პარკინგი. საკონფერენციო დარბაზი ბიზნესმენების სამსახურშია. შესაძლებელია ველოსიპედის დაქირავება. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეგიძლიათ მოინახულოთ სამაიას ბაღი, გმირთა პარკი, თბილისის საკონცერტო დარბაზი, თბილისის ზოოპარკი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მშვიდობის ხიდი, მთაწმინდის გასართობი პარკი.

























