მრავალფუნქციური კულტურის ცენტრი "ახუნდოვის სახლი" თბილისში იწვევს ქალაქის მოქალაქეებსა და სტუმრებს კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ საჯარო ღონისძიებებზე დასასწრებად. აქ რეგულარულად იმართება გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, პოეზიის კითხვა, შეხვედრები ცნობილ მუსიკოსებთან, მხატვრებთან, მწერლებთან და პოეტებთან.
ცენტრმა თავისი ფრთის ქვეშ გააერთიანა თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ლიტერატურული კაფე, მუზეუმი, ბიბლიოთეკა და ღვინის მარანი. "ახუნდოვის სახლი" აზერბაიჯანელი მწერლისა და პედაგოგის – ახუნდოვის (სრული სახელი - მირზა ფათალი ახუნზადე) ეროვნული დრამის ფუძემდებლის სახელს ატარებს.
ეს არის მაგალითი ევროპული, ქართული და აზერბაიჯანული ხელოვნების წარმატებული განსახიერებისა და ერთიანობისა. ცენტრმა შექმნა მყუდრო გარემო დასვენებისა და კომუნიკაციისთვის.










