შერვუდი არის ინგლისურენოვანი ბანაკი ბაკურიანში 9-13 და 14-17 წლის ბავშვებისთვის. ბანაკში დასაქმებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ყოველთვის იპოვიან ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული ბავშვის მიმართ.
ინგლისურენოვანი ბანაკის პროგრამა მოიცავს: ინგლისური ენის ინტენსიურ მეცადინეობებს, სპორტულ, საგანმანათლებლო და გასართობ კლასებს, დღეში 3 კვებას, კომფორტულ ოთახებში განთავსებას, თბილისი-ბაკურიანის, ბაკურიანი-თბილისის ტრანსფერს.
ბანაკში გატარებული დროის განმავლობაში იქნება ბევრი სპორტული შეჯიბრი, სტუმარი და კულტურული ღონისძიება. ცვლის ბოლოს ყველა ბავშვს ეძლევა ინგლისური ენის კურსის დასრულების სერტიფიკატი.








