პასტა ბარი ემსახურება იტალიურ სამზარეულოს. თუ გსურთ სწრაფი, იაფფასიანი, მაღალი ხარისხის და გემრიელი საჭმელი - ეს ადგილი თქვენთვისაა.
Pasta Bar გთავაზობთ ქვის ღუმელში მომზადებული პიცების, მაკარონის, სხვადასხვა სახის ყველის და საჭმლის, ასევე იტალიური ღვინის დიდ არჩევანს.
აქ შეგიძლიათ მიირთვათ საუზმე, სადილი და ვახშამი. მენიუში შედის დილის საუზმე.
ოფიციანტები ყოველთვის დაგეხმარებიან არჩევანში და თითოეულ კერძზე უფრო დეტალურად მოგიყვებიან.
"პასტა ბარიდან" შეგიძლიათ შეუკვეთოთ კერძები სახლში, მიწოდება უფასოა.


















