ქართველმა პუბლიცისტმა, კრიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ 1886 წელს სოფელ დიდ ჯიხაიშში სახლი ააშენა. სწორედ საოჯახო მამულში დაარსდა მუზეუმი 1947 წელს, სადაც ინახება ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი 1340-ზე მეტი ძირითადი ექსპონატი.
სახლში დაცულია ნიკოლაძეების ოჯახის მემორიალური ნივთები, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები, დოკუმენტები და ფოტოები.
მამული აშენდა 1910 წელს უცხოელი არქიტექტორის ჰაინრიხ ფრიკის პროექტის მიხედვით. სოფელ დიდ ჯიხაიშში შემორჩენილია ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული ისტორიული სკოლა.






















