დაამატეთ ორგანიზაცია

თბილისი და მიტოვებული ადგილები


საბჭოთა თბილისი მხოლოდ ნაცრისფერი პანელები არ არის. მისი ყველაზე ცნობილი სიმბოლო, ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტრო, დღეს საქართველოს ბანკის შენობა, ერთმანეთზე გადაჯვარედინებით დადებული ბეტონის ბლოკებისგან შედგება. ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ კოშკებს ხიდები აკავშირებს, ვარკეთილსა და ფონიჭალაში კი გრძელი პანელური კორპუსები და განახლებული ეზოებია. გალერეაში ასევე სტალინური კოლონადაა ტრამვაის მოედანზე, მეტროს შესასვლელი, სასტუმრო „ივერია“ „ინტურისტის“ ავტობუსით, ძველი ტრამვაები და ტროლეიბუსები. მიტოვებული ადგილებიდან აქ არის ტაბახმელის ბიოქიმიური ქარხანა საბჭოთა კერამიკული პანოთი და ძველი თბილისური სახლები ჩამონგრეული კედლებით.