🌫 თურქეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება.
☎️ საქართველოს ელჩმა გ.ჯანჯღავამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ თურქეთში მიწისძვრის ზონიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. 12.02 საათის მონაცემებით, თურქეთში უკვე 5 გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც მიწისძვრის ზონის დატოვების სურვილი აქვთ, დიპლომატებთან დაკავშირება ნომრებით შეუძლიათ: +90(533)6903040, +90(539)2208280.
👨🚒 საქართველომ თურქეთის დასახმარებლად საჭირო ტექნიკით 100 მაშველი გაგზავნა. ასევე, საქართველოს მთავრობამ თურქეთში დაზარალებულებს 1 მილიონი ლარის ოდენობით ფინანსური დახმარება გამოუყო.
3 комментария
შედით კომენტარის დასატოვებლად