მიკრობანკმა MBC responsAbility Investments AG-გან 6,5 მლნ ლარი მოიზიდა
მიკრობანკ MBC-ის განცხადებით, მან შვეიცარიული responsAbility Investments AG-სგან 6,5 მლნ ლარის არაუზრუნველყოფილი დაფინანსება მოიზიდა. ბანკი ამ რესურსს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას უკავშირებს.
MBC-ის მონაცემებით, 2025 წელს მიკრობანკმა საერთაშორისო პარტნიორებისგან ჯამში 54 მლნ ლარი მოიზიდა. ეს წინა წლის შესადარებელი პერიოდის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
თემასთან დაკავშირებული კატალოგის კატეგორიები: ბანკები.
წყაროები: წყაროს პუბლიკაცია.










0 კომენტარი
კომენტარის დასატოვებლად შედით ანგარიშში