ლონდონში Georgia Capital-ის, TBC Bank Group-ისა და Lion Finance Group-ის აქციები კვირის განმავლობაში გაიაფდა
Galt & Taggart-ის 2026 წლის 26 ოქტომბრის მიმოხილვაში მოცემულია ლონდონის ბირჟის საანგარიშო კვირის შედეგები. Georgia Capital-ის აქციის ფასმა კვირის ბოლოს 41,45 გირვანქა სტერლინგი შეადგინა, კვირის ჭრილში 2,59%-იანი კლებით.
TBC Bank Group-ის აქციის ფასი 47,20 გირვანქა სტერლინგი იყო, რაც კვირის ჭრილში 7,09%-იან კლებას ნიშნავს. Lion Finance Group-ის აქციის ფასმა 120,60 გირვანქა სტერლინგი შეადგინა, 4,13%-იანი კლებით.
შესაბამისი კატეგორია კატალოგში: ბანკები თბილისში.
წყარო: Galt & Taggart.








0 კომენტარი
კომენტარის დასატოვებლად შედით ანგარიშში