საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ცენტრალურმა ბანკებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ცენტრალურმა ბანკმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერის შესახებ ეროვნულმა ბანკმა 13 ოქტომბერს გამოაქვეყნა ცნობა. დოკუმენტს ორივე ბანკის ხელმძღვანელებმა ბანგკოკში, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრების ფარგლებში მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია ფინანსური და საზედამხედველო თანამშრომლობის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის გაძლიერება და ორი ქვეყნის საბანკო და ფინანსური სექტორების განვითარებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა. ის ითვალისწინებს ფინტექ ინოვაციების წახალისებას და ერთობლივ კვლევებს. ქართულმა მხარემ RTGS სისტემის მასშტაბური მოდერნიზაცია და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) განვითარება გააცნო.
თემასთან დაკავშირებული კატალოგის კატეგორიები: ბანკები თბილისში.
წყაროები: წყაროს პუბლიკაცია.









0 კომენტარი
კომენტარის დასატოვებლად შედით ანგარიშში