ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური კვლევების კონკურსი გამოაცხადა
გაზიარება
შენახვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 24 ნოემბერს საუკეთესო კვლევითი ნაშრომების კონკურსი გამოაცხადა. მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი მაგისტრის ხარისხის მქონე პირებს, დოქტორანტებსა და მკვლევრებს, რომლებმაც დოქტორის ხარისხი ბოლო სამი წლის განმავლობაში მიიღეს.
კონკურსის თემებია მონეტარული პოლიტიკის გამოწვევები, საბანკო სექტორის ტრანსფორმაცია და კაპიტალის ბაზრის გაღრმავება. ქართულ ან ინგლისურ ენაზე შესრულებული ნაშრომის მოცულობა 4 000-დან 6 000 სიტყვამდე უნდა იყოს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2027 წლის 1 აპრილი.
შერჩეული ნაშრომების გამოქვეყნება დაგეგმილია ჟურნალში „Monetary Economics“. შემდეგ სამი გამარჯვებული გამოვლინდება. მათთვის გათვალისწინებულია ჯილდო და ეროვნული ბანკის ანაზღაურებად კვლევით პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა. სრული პირობები ოფიციალურ განცხადებაშია მოცემული.
იხილეთ ასევე: ეკონომიკა, ფინანსები და ბანკები, გადასახადები და კანონმდებლობა, ბანკები თბილისი, საქართველოს ეროვნული ბანკი (NBG)
გაზიარება
შენახვა






0 კომენტარი
კომენტარის დასატოვებლად შედით ანგარიშში