"ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელი მომხმარებელს საკვები პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. ნიკორას სუპერმარკეტების ქსელში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების მკაცრ დაცვას.
ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებისა და პროფესიონალიზმის რელევანტური გაუმჯობესება წარმატებით აისახება ამ ქსელის განვითარებაზე, პარტნიორებთან და მომხმარებლებთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე. "ნიკორა" ატარებს მიზანმიმართულ მუშაობას პროდუქციის ხარისხის, უსაფრთხოებისა და მომსახურების დონის გასაუმჯობესებლად, პროდუქციის ხარისხთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის დროულად გადასაჭრელად.




