ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი (GASA)
- აღწერა
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ავიამომსახურების სააგენტო“ (GASA) საქმიანობას 2010 წელს დაიწყო. დაარსების დღიდან სააგენტო ავიაციასთან და ტურიზმთან დაკავშირებულ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.
კომპანია წარმოადგენს ისეთ ავიაკომპანიებს, როგორიცაა Pegasus Airlines, Air Arabia და Fly Aran. ძირითადი მიმართულებაა გამგზავრების ტურიზმი. GASA-ს მარშრუტები მოიცავს თურქეთს, გაერთიანებულ არაბეთის საამიროებს, ასევე ახალ მიმართულებებს — შრი-ლანკას, ინდოეთსა და ტაილანდს.
მომხმარებელთა მომსახურებას უზრუნველყოფს ოფისების ქსელი, 24-საათიანი ცხელი ხაზი და სოციალური ქსელების მენეჯმენტი. კომპანიაში დასაქმებულია 130-ზე მეტი თანამშრომელი. სტრუქტურა მოიცავს ინდივიდუალური, კორპორატიული და სააგენტოს გაყიდვების, ტექნიკური მხარდაჭერის, აეროპორტების მართვის, პერსონალის, ფინანსებისა და მარკეტინგის დეპარტამენტებს.
კომპანია მიზნად ისახავს ტურიზმისა და ავიაციის სფეროში პროფესიონალური და ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას.
Пн - Пт: 10:00 - 18:00